მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC - ბავშვების აცრა კორონავირუსზე რეკომენდირებული არ არის

5f883898b9002
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.20 16:42
1885
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი ფართო მოხმარებისათვის, მისი გამოყენება ბავშვების ასაცრელად რეკომენდირებული არ იქნება პირველ ეტაპზე. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება ბავშვებზე არ ჩატარებულა.

როგორც Pfizer Inc აცხადებს, ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტის დატესტვას 12 წლიან ასაკობრივ ჯგუფზე გეგმავს, მას შემდეგ, რაც ვაქცინა საბოლოო სახეს მიიღებს. ხოლო რაც შეეხება AstraZeneca-ს, კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტის დატესტვას 5-დან 12 წლამდე ასკობრივ ჯგუფში აპირებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.