მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5f8c665146835
BM.GE
18.10.20 20:00
1419
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 17477-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 8060 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6380 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1420 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +15,099; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,399,334. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,070,576. გარდაცვლილთა რაოდენობა 24,187 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 185 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,231; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 298,872, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 125,377. გარდაცვლილთა რაოდენობა 5,607 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 90 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,723; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 345,678, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 302,499. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,224 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 71 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,694; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 64,694, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 48,104. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,081 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +647;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 44,964, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 40,037. გარდაცვლილთა რაოდენობა 626 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 ადამიანი.