მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს რა ვაქცინითაც აიცრები, მეორეც იგივე უნდა გაიკეთო“ - ამირან გამყრელიძე

60ed58ff78e1a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.21 13:16
726
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა ვაქცინით აცრის შესახებ სამეცნიერო წრეები ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ მსჯელობენ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ იმავე ვაქცინით აცრა იმ შემთხვევაში ხდება, თუ პირს მკვეთრად გამოვლენილი თანმდევი მოვლენა არ განუვითარდება.

„ჯერჯერობით, საერთაშორისო-სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ როდესაც იწყებ ერთი ვაქცინით პირველ ინექციას, რევაქცინაცია იგივე ვაქცინით უნდა გაიკეთო, თუ პირველ ინექციაზე განსაკუთრებული თანმდევი რეაქცია არ იყო. თუ ასეთი რეაქცია იყო, მაშინ ვაქცინის შეცვლის საკითხს ექიმი წყვეტს. ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მთელი რიგი კვლევები მიმდინარეობას, როდესაც იწყებ ერთი ვაქცინით და შეიძლება გაიკეთო მეორე, მაგრამ ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები რომ ეს ასეა, არ არის. ასე რომ, დღეს რა ვაქცინასაც გაიკეთებ პირველს, მეორეც იგივე უნდა გაიკეთო, თუ არ იყო ალერგიული ან რაიმე სხვა ტიპის თანმდევი რეაქცია.

რაც შეეხება ბუსტერს ანუ მესამეს დოზის გაკეთებას, ამაზე აქტიურად მიდის მსჯელობა; საერთაშორისო-სამეცნიერო საზოგადოება არ არის შეთანხმებული, რომ გადატანის შემდეგ ან პირველი ინექციის შემდეგ რამდენ ხანს გრძელდება ე.წ. ხელოვნური იმუნიტეტი. ჯერ შეთანხმებულია, რომ ეს 6-8 თვეა, ამიტომ შესაძლებელია, რომ დადგეს ე.წ. ბუსტერის საჭიროება, რომელზეც სერიოზული განხილვები მიმდინარეობდეს. მესამე დოზის გაკეთების საკითხი „ფაიზერმა“ FDA-ში წარადგინა, ისევე როგორც სხვადასხვა კომპანია მუშაობს ამ საკითხზე. ჯერ მაინც საერთაშორისო აზრია, რომ 2 დოზა სამყოფია ხელოვნური იმუნიტეტის შესაქმნელად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.