მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Willis Towers Watson საქართველოს წარმომადგენლობა მოზიდული პრემიით და საბროკერო კომისიით პირველ ადგილზეა

5f6da4c61faa0
BM.GE
25.09.20 12:44
882
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით სადაზღვევო საბროკერო კომპანია Willis Towers Watson-ის (უილის თაუერს უოთსონი) საქართველოს წარმომადგენლობა სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია და მოზიდული პრემიითა და საბროკერო კომისიით პირველ ადგილზეა.

პორტფელის ჯამური მოცულობა წლის პირველ ნახევარში 15 000 000 ხოლო საკომისიოს ოდენობა კი 780 028 შეადგენს.
Willis Towers Watson წამყვანი გლობალური საკონსულტაციო, საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანიაა, რომელსაც ამჟამად 140-ზე მეტ ქვეყანაში 40 000 თანამშრომელი ჰყავს და 200 წელზე მეტია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს, მათ შორის, საქართველოში 10 წლიანი გამოცდილებით. კომპანია კლიენტებს სადაზღვევო სფეროში მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს საბროკერო, თუ საკონსულტაციო მიმართულებით. მათ საქმიანობაში არა მხოლოდ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სპეციფიკური რისკების განთავსება, არამედ მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომსახურების მონიტორინგი შედის.

კომპანია ცდილობს განავითაროს ისეთი პროდუქტები, რაც საქართველოს ბაზარზე ნაკლებად არის წარმოდგენილი, მაგალითად Willis Towers Watson იყო პირველი, რომელმაც დანერგა საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანიის ერთ ერთი მთავარი მიზანია, რომ სადაზღვევო საბროკერო მომსახურება უფრო ცნობადი გახადოს საქართველოში. ბევრმა არ იცის რას გულისხმობს ეს მომსახურება და რა უპირატესობა აქვს, მსოფლიოში განვითარებულ ბაზრებზე ბიზნესების 80%ზე მეტი თუ ბროკერით ეზღვევა, ადგილობრივად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სადაზღვევო საბროკერო კომპანიების რეიტინგების სტატისტიკის შესახებ პირველად გამოქვეყნდა და მასში პირველ ადგილს Willis Towers Watson იკავებს.
(NS)