მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინა წელთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა

61767fc40efda
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.21 13:59
591
საქსტატმა დღეს თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5%-ით შემცირდა, თუმცა ინდექსის ზრდამ წლიურ ჭრილში 8.9% შეადგინა. 

2021 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) მთაწმინდა - 4,089 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;
2) ვაკე - 3,612 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი; 
3) საბურთალი - 2,986 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;
4) ჩუღურეთი - 2,970 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;
5) კრწანისი - 2,964 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;
6) დიდუბე - 2,812 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი; 
7) გლდანი - 2,778 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი;
8) ნაძალადევი - 2,500 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი; 
9) ისანი - 2,472 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი; 
10) სამგორი - 2,332 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო შეთავაზებული ფასი.

საქსტატის თანახმად, დასრულებული ბინების სეგმენტებში მათი მდგომარეობის მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:

მწვანე კარკასი - 3,020 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი;
თეთრი კარკასი - 2,724 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი;
შავი კარკასი - 2,200 ლარი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი.