მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინა ხელისუფლებამ ეს ტრაგიკული ომი თავიდან ვერ აიცილა“ - პრემიერი

62f0bb0a6da30
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 11:26
690
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, 2008 წლის ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აიცილა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ ამბობენ ხელისუფლებაში, ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო, ასე უპასუხა:

„მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი - ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანას გაერთიანება და გამთლიანება უსურვა.