მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინანდალში მდებარე სასტუმრო საერთაშორისო ჯილდოს MIPIM 2020-ის ფინალისტთა სიაშია

5e3c61e5bb90f
BM.GE
07.02.20 00:10
1018
წინანდალში მდებარე სასტუმრო "რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული" საერთაშორისო ჯილდოს MIPIM 2020-ის ფინალისტთა სიაშია.

სასტუმრო ერთ-ერთი ნომინანტია „საუკეთესო სასტუმროსა და ტურისტული დანიშნულების“ კატეგორიაში. მასთან ერთად კიდევ სამი პროექტია ფინალისტთა სიაში. კერძოდ, საფრანგეთში მდებარე Jo&Joe Paris Gentilly - Street Art Inside, ბელგიაში მდებარე Red Cross Care Hotel და ნიუ-იორკში მდებარე TWA Hotel-ი.

დაჯილდოების ცერემონიალი კანში 2020 წლის 10-დან 13 მარტამდე გაიმართება. MIPIM მსოფლიოში გამორჩეულ და ორიგინალურ პროექტებს უძრავი ქონების სექტორში ყოველწლიურად აჯილდოვებს. აღნიშნული ღონისძიება 1991 წლიდან იმართება.

"რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის" დეველოპერი Silk Road Group-ია.