დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე საწვავზე ფასის ზრდის შემთხვევაში, სასურსათო პროდუქტების გაძვირებას პროგნოზირებს. ივა ჭყონიას თქმით, წლის ბოლომდე, წინასაახალწლო პერიოდში ფასების ცვლილება გარდაუვალია.
“სასურსათო პროდუქტების ფასების საკითხი, პირველ რიგში, საწვავზეა მიბმული; ფაქტია, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება ხდება. სეზონურობიდან გამომდინარე, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივ ფასებზე. წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ფასების ცვლილება აუცილებლად იქნება. დაახლოებით, რამდენი პროცენტით მოიმატებს ფასი, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია და ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფასების ცვლილება ამ წლის ბოლომდეც იქნება და თებერვალშიც ველოდებით კიდევ ერთ ტალღას”, - ამბობს ივა ჭყონია.
ამასთან, bm.ge-სთან საუბრისას ივა ჭყონიამ ვრცლად ისაუბრა იმ კომპონენტებზე, რაც ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გაძვირების მიზეზი ხდება.
„მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონებში კომერციული გაზი კიდევ გაძვირდა. ეს ყველაფერი აისახება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასზე, რადგან ზამთრის პერიოდში ფერმერს მოუწევს პროდუქცია სამაცივრე მეურნეობებში შეინახოს, რაც ზრდის კომუნალურ ხარჯებს. გარდა ამისა, გაზრდილია ლოგისტიკის ხარჯები, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე მათ შორის საწვავის გაძვირებიდან გამომდინარე. შედეგად, სადისტრიბუციოს კომპანიებიც იძულებულნი ხდებიან, ყველა ეს კომპონენტი ფასში ასახონ. ამდენად, წინასაახალწლოდ პროდუქტები კიდევ ერთხელ გაძვირდება“, - თქვა ივა ჭყონიამ და იქვე დასძინა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფლაცია უფრო გაიზრდება და 14-15%-ს მიაღწევს.
აღსანიშნია, რომ საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა. საქსტატი ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ოქტომბერში ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ იქონია, ასევე საწვავის გაძვირებამაც, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზარდა. 12.8% ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია.
მაღალი ინფლაციის ფონზე გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ოქტომბერში ისევ 10%-ზე დატოვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი