მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.2 მლრდ მიიღო

5d9c655bd35b1
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.19 14:50
1106
2019 წლის 9 თვეში საქართველომ 7,237,560 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტს უმასპინძლა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებით 449,183-ით ანუ 6.6%-ით მეტია. 

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წლის 9 თვეში ჯამურად, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი მაინც რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ხოლო კონკრეტულად ზაფხულის სეზონის განმავლობაში კი, რუსეთიდან 68,000-ით იკლო ვიზიტებმა. 

15 ქვეყანა, საიდანაც 2019 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 რუსეთი - 1,205,974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 8.7%;
2 აზერბაიჯანი - 1,169,831 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6.8%;
3 სომხეთი - 993,144 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.9%;
4 თურქეთი - 907,350 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.7%;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 371,702 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.2%;
6 უკრაინა - 164,825 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16.7%;
7 ისრაელი - 150,997 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 24.2%;
8 ირანი - 109,102 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -55.1%;
9 ყაზახეთი - 74,794 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 56.4%;
10 გერმანია - 72,074 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 37.8%;
11 პოლონეთი - 69,924 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 26.8%;
12 საუდის არაბეთი - 69,074 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 45.6%;
13 ბელარუსი - 56,098 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.8%;
14 ინდოეთი - 39,995 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.4%;
15 აშშ - 36,966 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12.2%.

შემოსავლები ტურიზმიდან - წინასწარი მონაცემებით:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება.

შემოსავალი ტურიზმიდან - დაზუსტებული მონაცემებით:

2019 წლის იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვარი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.