მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინასწარი მონაცემებით, იპოთეკის სუბსიდირებას კარგი ეფექტი აქვს“-კობა გვენეტაძე

5f2a679254256
ელენე გოგბერაშვილი
05.08.20 12:09
901
წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ  სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმს კარგი ეფექტი აქვს. გვენეტაძე BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ბაზრის წახალისების ინსტრუმენტი ძირითადად ივლისის თვეში ამოქმედდა და ჯერ მცირე დროა გასული, ცენტრალური ბანკი ელოდება, რომ მომდევნო თვეებში სურათი უკეთესი იქნება. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმაოდ ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, რაც ხელს უწყობს საკრედიტო აქტივობა დაჩქარდეს.

„წინასწარი მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეფექტი აქვს კარგი და გავლენა არის კარგი. განაცხადების რაოდენობამ იპოთეკაზე მოიმატა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დეტალებში ჩავშალოთ. საყურადღებოა, რომ ეკონომიკური ზრდა სწორედ უძრავი ქონების მოთხოვნაზე აისახება, რადგა ასეთ პირობებში, როცა გაურკვეველია როგორი იქნება სიტუაცია მომავალში არ არის ისეთი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, რადგან არ არის გარანტია, რომ შემოსავლები იქნება მდგრადი იმ პირობებში, როცა საკმაოდ გრძელვადიანი ვალდებულება უნდა აიღოს მყიდველმა.

შეზღუდვების პირობებში, რაც ვიცით სტატისტიკით, აპრილში და მაისში თითქმის შეჩერდა იპოთეკების გაცემა. ივნისიდან ბაზარმა ასე თუ ისე აღდგენა დაიწყო და ახალმა იპოთეკებმა წინა წლის მაჩვენებლის დაახლოებით 65% შეადგინა.

თანხობრივ ნაწილში იპოთეკების წმინდა გაცემებმა, რაც ნიშნავს გაცემებს გამოკლებული დაფარვები, ამ პერიოდის განმავლობაში ივნისი თვეში 39 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის 52%- შეადგენს.

პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ საცხოვრებლის კუთხით განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 2020 წლის ივნისის თვეში 2019 წლის ივნისი თვის განხორციელებული ტრანზაქციების 71% შეადგინა“-განაცხადა კობა გვენეტაძემ.