მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში ერდოღანი ლიდერობს

647374fa76876
ალა ისპირიანი
28.05.23 19:34
651
წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, ერდოღანს ხმების 55.26% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 44.74 პროცენტი.

თურქეთში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა.

შეგახსენებთ: თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი.

ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უჭერს.