მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარი შედეგებით სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია იმარჯვებს

60cfa2704b4c2
BM.GE
21.06.21 00:10
1092
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის წინასწარი შედეგები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 1%-ს ასახავს. მათი მიხედვით, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს, რომელსაც ხმათა 58% აქვს. მეორე ადგილზე 22%-ით რობერტ ქოჩარიანის პარტიაა, მესამე ადგილზე 5.66%-ით სერჟ სარგსიანის პარტიაა, მეოთხე ადგილზე კი 5.11%-ით გაგიკ ცარუკიანის პარტია იმყოფება. 

გამოქვებული ეგზიტოპლებიც ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებაზე მიანიშნებენ. ეგზიტოპოლის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას 50%-იანი მხარდაჭერა, რობერტ ქოჩარიანის პარტიას 15%-იანი მხარდაჭერა, სერჟ სარგსიანის პარტიას კი 8%-იანი მხარდაჭერა აქვს. 

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 49.4 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 1 281 174 ამომრჩეველი მივიდა. ეს თითქმის ერთი პროცენტით მეტია 2018 წლის 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.

20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.