2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ (იგივე „ტრანსფერ ფრაისინგის“) ინსტრუქციაში.
აღნიშნული ცვლილება ეხება „ტრანსფერ ფრაისინგთან“ დაკავშირებით საქართველოს საწარმოების მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის (უფრო ზუსტი ტერმინით, ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების) პროცედურებს, რასაც მოცემულ სტატიაში, შეძლებისდაგვარად, მოკლედ განვიხილავ.
დავიწყოთ თავიდან, რა არის „ტრანსფერ ფრაისინგი“ (Transfer Pricing)?
„ტრანსფერ ფრაისინგი“ (საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება) რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 126-129 პრიმა 1 მუხლებით და ფინანსთა მინისტრის #423 ბრძანებით.
„ტრანსფერ ფრაისინგის“ პრინციპის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, ასევე, საქართველოს რეზიდენტ პირებსა და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირებს შორის ბიზნეს ტრანზაქციების (მაგალითად, საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სესხის გაცემა) განხორციელება საბაზრო პრინციპების შესაბამისად უნდა მოხდეს. სხვა სიტყვებით, ასეთი ტრანზაქციების განხორციელებისას მიწოდებული საქონელი/მომსახურება საგადასახადო მიზნებისთვის საბაზრო ფასით უნდა შეფასდეს.
ზემოთ აღნიშნულ ოპერაციებს, რომლებზეც ვრცელდება „ტრანსფერ ფრაისინგის“ პრინციპები კონტროლირებული ოპერაციები ეწოდება.
აღსანიშნია, რომ „ტრანსფერ ფრაისინგის“ პრინციპები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმდებს, თუ ოპერაციის ერთ-ერთი მხარე არის არის საქართველოს რეზიდენტი, მეორე კი-არარეზიდნეტი (ქვეყნის შიდა ოპერაციებზე არ ვრცელდება).
ასევე, „ტრანსფერ ფრაისინგი“ არ გულისხმობს საბაზრო ფასის დადგენას მხოლოდ ფასის ფასთან შედარების გზით, არამედ ძალიან ხშირ შემთხვევაში ხორციელდება ფასის ნაცვლად მომგებიანობის შედარება და ამ გზით საბაზრო ფასის დადგენა, ანუ, საგადასახადო ორგანო შესამოწმებელი კომპანიის მოგების მარჟას ადარებს სპეციალურ მონაცემთა ბაზებში (მაგალითად, მონაცემთა ბაზა AMADEUS) არჩეული შედარებადი კომპანიების მოგების იმავე მაჩვენებლებთან.
მაგალითი 1
ესპანურმა დედა კომპანიამ ქართულ შვილობილ კომანია X-ს მიაწოდა გარკვეული რაოდნეობის ავეჯი საქართველოს ბაზარზე გადასაყიდად. დედა კომპანიისგან შეძენილი ავეჯის გადაყიდვით ქართულმა კომპანიამ 2021 წელი დაასრულა 3%-იანი წმინდა საოპერაციო მოგებით.
მაგალითის შეფასება
ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო, როგორც წესი, ესპანური დედა კომპანიისგან X-ის მიერ შეძენილი ავეჯის ფასების შედარებას სხვა იდენტური ავეჯის ფასებთან არ მოახდენს, რადგან ასეთი საჯარო ინფორმაცია, როგორც წესი, არ არის ხელმისაწვდომი. არამედ, დიდი ალბათობით საგადასახადო ორგანო მონაცემთა ბაზაში „AMADEUS“ მოძებნის სხვა მსგავს ქვეყნებში (მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) ოპერირებად მსგავს ავეჯის გადამყიდველ კომპანიებს და კომპანია X-ის წმინდა საოპერაციო მარჟას შეუდარებს ასეთი მოძიებული კომპანიების მოგების იგივე მაჩვენებელს.
თუ ყველა მოძიებული და შერჩეული შესადარებელი კომპანიის მარჟა მეტია, ვიდრე 3%, საგადასახად მიზებისთვის დაკორექტირდება კომპანია X-ის მომგებიანობაც და გაუტოლდება შესადარებელი კომპანიების მაჩვენებლების მედიანას-შუა წერტილს. სხვაობა ჩაითვლება განაწილებულ მოგებად და დაიბეგრება შესაბამისად.
მაგალითად, დავუშვათ, რომ მონაცემთა ბაზა AMADEUS-ში კომპანიების ძიების და მრავალსაფეხურიანი ანალიზის შედეგად საბოლოოდ მოიძებნა შემდეგი შესადარებელი ავეჯის გადამყიდველი კომპანიები: A, B, C, D, E, F, G, შემდეგი მოგების მაჩვენებლებით:
იქიდან გამომდინარე, რომ 3% ვერ მოექცა მოცემულ დიაპაზონში, ჩაითვლება, რომ კომპანია X-მა დედა კომპანიისგან ავეჯი საბაზროზე მაღალ ფასად შეიძინა, ავეჯის საბაზრო ფასად შეძენის შემთხვევაში კი X-ის წმინდა საოპერაციო მოგება იქნებოდა 7% (ნაცვლად 3%-ისა). საგადასახადო მიზნებისთვის დაკორექტირდება კომპანის X-ის მოგება და მიღებული სხვაობა დაკვალიფიცირდება მოგების განაწილებად და დაიბეგრება შესაბამისად.
როგორც ხედავთ, საგადასახადო ორგანოს საკმაოდ მარტივად შეუძლია აღნიშნულ საკითხებზე რეაგირება, თუ კომპანიის ფასები/მომგებიანობა არ შეესაბამება საბაზრო პრინციპებს, ან თუ კომპანია ვერ დაამტკიცებს საბაზრო პრინციპებთან ამგვარ შესაბამისობას.
საწარმოების მიერ საბაზრო პრინციპებთან/ფასებთან შესაბამისობის დემონსტრირება უნდა მოხდეს „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მეშვეობით, რომლის მომზადების ვალდებულებას საგადასახადო კანონმდებლობა აწესებს. ასეთი დოკუმენტაციის საგადასახდოს მხრიდან მოთხოვნიდან 30 დღეში არ წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი გადადის საწარმოზე, რამაც შესაძლოა ბიზნესისთვის ჯარიმის დაკისრებაზე მეტად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.
გაითვალისწინეთ, რომ „ტრანსფერ ფრაისინგის“ პრინციპების დაცვა და ამის დემონსტრირებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის, არამედ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და გამოქვეყნების მიზნებისთვისაც.
„ტრანსფერ ფრაისინგზე“ მეტი ინფომრაციის მისაღებად გირჩევთ, რომ გაეცნოთ ჩემს წინა, უფრო ვრცელ სტატიას.
რაც შეეხება მოცემული სტატიის მთავარ თემას, რა არის (ცალმხირვი) წინასწარი შეთანხება?
წინასწარი შეთანხმება (Advance Payment Agreement-APA) რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 129-ე პრიმა 1 მუხლით და იგივენაირად კანონის ძალის მქონდე დოკუმენტია, როგორც კოდექსის 47-ე მუხლით განსაზღვრული წინასწარი გადაწყვეტილება: თუ საქართველოს საწარმო წინასწარ შეთანხმებას გააფორმებს შემოსავლების სამსახურთან და „თუ პირი მოქმედებს წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარი შეთანხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა“ (მუხლი 129 პრიმა 1, ნაწილი 3).
სხვა სიტყვებით, თუ კომპანიას უნდა რომ დარწმუნებული იყოს „ტრანსფერ ფრაისინგის“ პრინციპებთან შესაბამისობაში და ქონდეს გარკვეული გარანტია, რომ საგადასახადო მას ამ თემაზე არ მოედავება. ასეთ კომანიას (ახლო მომავალში) შეეძლება წინასწარი შეთანხმების მოთხოვნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
თუმცა, თქვენ რომ დღეს მოინდომოთ ან წარსულში მოგენდომებინათ, სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა „ტრანსფერ ფრაისინგის“თემატიკასთან დაკავშრებით, თქვენ შემოსავლების სამსახურისგან აუცილებლად მიიღებთ/მიიღებდით უარს ასეთი გადაწყვეტილების გამოცემაზე, რადგან „ტრანსფერ ფრაისინგის“ თემაზე წინასწარი შეთანმხების გამოცემა ცალკე საკანონმდებლო ნორმით რეგულირდება (129 მუხლის პრიმა 1 ნაცვლად 47-ე მუხლისა) და მასზე „ჩვეულებრივი“ წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიცემა.
„ცალმხრივი“ ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი კანონის ძალის მქონეა მხოლოს საქართველოში და მეორე ქვეყნის საგადასახადო ორგანო (ზემო მაგალითში ესპანეთი) არ არის ვალდებული, რომ ის გაითვალისწინოს. საპირისპიროდ, ორმხირვი წინასწარი შეთანხმების გამოცემაში მონაწილეობას მიიღებდა ესპანეთის საგადასახო ორგანოც და ეს დოკუმენტი კანონის ძალის მქონე იქნებოდა ორივე ქვეყანაში (ჩვენთან ჯერ მხოლოდ ცალმხირივი წინასწარ შეთანხმებაზეა დეტალური პროცედურები გაწერილი).
როგორ მოხდება წინასწარი შეთანხმების აქტის გაფორმება
ვიყენებ სიტყვა „მოხდება“-ს რადგან ჯერ კიდევ არ არის წინასწარი შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი (ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ).
კომპანიამ რომელსაც სჭირდება გარანტია, რომ საგადასახდო ორგანო „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით მასზე დამატებითი გადასახადების დარიცხას არ მოახდენს, შეეძლება მიმართოს საგადასახო ორგანოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებისთვის.
წინასწარი შეთანხმების მოთხოვნის გაგზავნამდე შესაძლებელი იქნება, რომ ქართულმა საწარმომ ოფიციალურად მოითხოვოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან (კერძოდ, ჩემს ყოფილ კოლეგებთან, „ტრანსფერ ფრაისინგის“ სამმართველოს აუდიტორებთან) წინასწარი შეხვედრა, სადაც ქეისის წინასწარი განხილვა მოხდება და ამ განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტს მიიღოს თუ არა აპლიკაცია წინასწარ შეთანხმებაზე, ხოლო საწარმოს შეუძლია გადაწყვიტოს, გააგზავნოს თუ არა ასეთი აპლიკაცია.
წინასწარი შეთანხმების აპლიკაციის გაგზავნამდე, საწარმოს უკვე უნდა ქონდეს ფასწარმოქმნის პრინციპები ჩამოყალიბებული, „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაცია მომზადებული და ეს დოკუმენტაცია განსაზღვრული ფორმით უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში.
სხვა სიტყვებით, ქეისის წინასწარი ანალიზი, „ტარნსფერ ფრაისინგის“ დასკვნის დაწერა აუცლებელია, რაშიც ალბათ შესაბამისი დარგის სპეციალისტი უნდა დაგეხმაროთ და ამავე (ან სხვა) ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტმა უნდა დაიცვას თქვენი კომპანიის პოზიციები წინაწარი შეთხმების შემუშავების პროცესში გამართულ ონლაინ ან/და პირად შეხვედრებზე (რადგან საკითხი სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს).
შემოსავლების სამსახური გააანლიზებს აღნიშნულ დოკუმენტს, თქვენი „ტრანსფერ ფრაისინგის“ კონსულტანტთან ერთად და გამოსცემს შემდეგი შინაარსის წინასწარი შეთახმების აქტს (იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობაა მათი მხირად), სადაც:
დაეთანხმება განაცხადში (ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციაში) დაფიქსირებულ მიდგომებს/პრინციპებს, ან;
არ მიიღებს განაცხადში (ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციაში) დაფიქსირებულ მიდგომებს/პრინციპებს, ან;
შეცვლის (მოდიფიცირებას მოახდენს) განაცხადში (ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციაში) დაფიქსირებულ მიდგომებს და გამოსცემს მოდიფიცირებულ წინასწარი შეთანხმების აქტს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი