Man Truck & Bus ელექტროძრავის მქონე სატვირთო მანქანების წარმოებას მიუნხენში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. შედეგად, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე კომერციულ მანქანებზე გადასვლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
„მომავალი სწორედ ახლა იწყება - ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან ემისიას“, - სწორედ ამ დევიზით წარადგინა კომერციული მანქანების მწარმოებელმა სერიული წარმოების სატვირთო ელექტრომობილები. უახლოესი წლების გეგმაშია წყალბადის პროექტის განხორციელებაც.
MAN-ის პირველი სატვირთო ელექტრომობილები
გერმანული ავტოგიგანტი განაგრძობს აკუმულატორებზე მომუშავე ელექტროამძრავების კვლევასა და განვითარებას. სწორედ ამ სისტემით იმუშავებენ მსოფლიო ბრენდის სატვირთო მანქანები, რომლებსაც MAN ბაზარზე 2024 წელს, დაგეგმილზე თითქმის ერთი წლით ადრე წარადგენს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის სატვირთო ელექტრომანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ მოლოდინების გათვალისწინებით, ორ წელიწადში მიუნხენში მდებარე MAN-ის მთავარი ქარხანა პირველ ეტაპზე 200 ელექტროსატვირთოს გამოუშვებს. ამასთან ერთად, კომპანია აკუმულატორების საკუთარი ქარხნის შექმნასაც აპირებს.
„2025-მდე ელექტრო- და დიზელის ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ღირებულება გათანაბრდება. რაც შეეხება აკუმულატორების ტექნოლოგიის სფეროს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ველით. უპირველესად, ესენია 1000 კმ-მდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა და უფრო მცირე დრო დასამუხტად, რაც, ვფიქრობთ, საათზე ნაკლები იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სატვირთოებით სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება დიდ მანძილზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა MAN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ვლასკამპმა.
ახალი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ავტომობილის აკუმულატორები მთავარი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, MAN-მა აკუმულატორების აწყობის საკუთარ სქემაზე მუშაობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექნიკური ცენტრის eMobility-ს შექმნა, სადაც პირველი აკუმულატორების პაკეტები ელექტრომანქანების ტესტირებისა და შიდა ტესტებისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.
ტრანსპორტის ინდუსტრიის ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტია დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისათვის TRATON Group, MAN Truck & Bus-ის დედაკომპანია, ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, ევროპაში მაღალი ხარისხის დამტენი ქსელის მოწყობაში აქტიურადაა ჩართული.
MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთოებს 2024 წელს წარადგენს
MAN-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყალბადზე მომუშავე სატვირთოებია, რომლებიც შორ მანძილზე გადაზიდვებს მოემსახურება. ამ ეტაპზე კომპანია წყალბადის ტექნოლოგიების დარგში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამუშავებს. პროექტს ბავარიის მთავრობა 8.5 მლნ ევროთი აფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას, სატრანსპორტო დარგის პარტნიორებთან - Bosch-თან, Faurecia-სთან და ZF-სთან ერთად ქმნის. პირველი სატვირთო მანქანები 2024 წელს ხუთ მომხმარებელს, BayWa-ს, DB Schenker-ს, GRESS Spedition-ს, Rhenus Logistics-სა და Spedition Dettendorfer-ს გადაეცემა, რა დროსაც ტექნიკას რეალურ პირობებში ერთი წლის განმავლობაში გამოცდიან.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი