ინდმეწარმე და მაღაზია Winter Sport-ის დამფუძნებელი გიორგი კვარაცხელია მთავრობის მიერ მთის კურორტებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ „სეზონური ბიზნესისთვის აღნიშნული შეზღუდვები ერთწლიანი გამოდგა, რაც თავისთავად ბიზნესის ლიკვიდაციის ტოლფასია“.
„ფოტოზე თხილამურებია. ეს ინვენტარი წელს ზაფხულში ჩამოვიტანე ევროპიდან. ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად, თითქმის შეუსრულებელი მისია შევასრულე, მოვაკოწიწე საჭირო თანხა და მაინც ჩამოვიტანე იმ იმედით რომ მთაში, ღია სივრცეში, ნიღბებით აღჭურვილ სრულიად დაცულ ხალხს სრიალს არ აუკრძალავდით, თუმცა როგორც ჩანს სულ ტყუილად“, - წერს ინდმეწარმე.
BM.GE-ისთან საუბრისას კი პოსტის ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნული პოსტი ზამთრის კურორტებზე ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების ინტერესების დასაცავად დაწერა და ასეთი მისი თქმით, ძალიან ბევრია.
„პოსტი ეძღვნებოდა იმ ადამიანებს, ვინც შემოსავლები დაკარგა. ჩემს მაღაზიას ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 საბითუმო მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ყიდულობენ სათხილამურო აღჭურვილობას და ზამთრის სეზონზე გაქირავებით თავს ირჩენენ. ასევე, გვყავს ასეულობით ინდივიდუალური მომხარებლები და მათი რიცხვი გაცილებით დიდია.
წელს მაღაზიაში, დაახლოებით, თხილამურების 500 კომპლექტი ჩამოვიტანე და აქედან, დაახლოებით, 450 ცალის რეალიზაციის მოლოდინი მქონდა, თუმცა შეზღუდვების გამო ჩემი მაღაზიის მომხმარებელს სეზონი მოუკვდა, შესაბამისად, ისევე როგორც მე, მათაც ფინანსური დანაკარგები მიიღეს. გარდა ამისა, ბევრ მათგანს საბანკო ვალდებულებებიც აქვს და ისინი შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი წუხილი. მინდოდა ხალხს გაეგო, რა ხდება რეალურად“, - განმარტა გიორგი კვარაცხელიამ.
BM.GE მაღაზია Winter Sport-ის დამფუძნებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ, სადაც არსებულ მდგომარეობას, გიორგი კვარაცხელია მთავრობის მიერ გასულ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს აბრალებს.
„მესმის მძიმე ვითარებაა და ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე, თუმცა მოცემულობა განვლილი დროის მოქმედებების შედეგია, ხოლო თავად განვლილი თვეების მოქმედებები თქვენი მხრიდან, ფაქტია, სრულიად უსარგებლო და ფუჭი გამოდგა. ფუჭი გამოდგა სასტუმროსთვის გადახდილი თანხა ევროპიდან დაბრუნებისას კარანტინში ჩემი გამოკეტვისთვის რომ გადაიხადეთ (აგრეთვე სხვა ჩემნაირი ათასობით ადამიანის გამოკეტვისთვის), ფუჭი გამოდგა ქუჩის მორეცხვა და სხვა ბევრი საფუძველსა და შედეგს მოკლებული მოქმედება. ნაცვლად ბევრად ღირებული სასუნთქი აპარატებისა, ნაცვლად სამედიცინო პერსონალის სრულყოფილად აღჭურვისა და ნაცვლად სამედინო სექტორის იმდენად მომზადებისა, რომ სასწრაფოს გამოძახება უბრალოდ შეუძლებელი არ ყოფილიყო.
დღეს კი, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გაიწირა სეზონური ბიზნესი, ხალხი, რომელიც მთელი წელი ელოდა ზამთრის დადგომას, იღებდა სესხებს, იმედი ჰქონდა შვილის სწავლის თანხას თუ მოხუცი მშობლების წამლების ფულს ამ 2 თვეში გამოიმუშავებდა, თანხა, რომელიც მთელი წლის სამყოფი უნდა ყოფილიყო ხელიდან გამოეცალათ. გამოეცალათ და რაც ყველაზე მთავარია, მოუკვდათ მომავლის იმედი, რადგან თუ სხვა სფეროს წამომადგენლები 2 თვეში განაახლებენ მუშაობას, სეზონური ბიზნესისთვის აღნიშნული შეზღუდვები ერთწლიანი გამოდგა, რაც თავისთავად ბიზნესის ლიკვიდაციის ტოლფასია.
ჩემი პირადი აზრით კი, მთავრობა დღეს ყველა ხერხით, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს იმ რისკჯგუფებისა და სოციალურად დაუცველების მფარველობას და პატრონობას, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს და არა ჩვენი ახალგაზრდების სახლში ჩაკეტვით, რომლებიც მეტ-ნაკლებად პროდუქტიულები და ვირუსის მიმართ ამტანები ვართ. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლებიც ხალხს ერთადერთ შემოსავლის წყაროს წაართმევს, ეკონომიკას გაანადგურებს და თავისთავად ქვეყნის განადგურების მიზეზიც გახდება“, - წერს ინდმეწარმე.
აღსანიშნავია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათი პრობლემების გადაჭრაზე კერძო სექტორთან ერთად იმუშავებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა