30.ივნისი .2022 19:20

„წისქვილი ჯგუფი“ მცხეთაში კიდევ ერთ რესტორანს ხსნის

„წისქვილი ჯგუფი“ მცხეთაში კიდევ ერთ რესტორანს ხსნის
views 2770
უკან

„წისქვილი ჯგუფი“-ს სარესტორნო ქსელს, 1 ივლისს კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ქალაქ მცხეთაში ემატება.

რესტორანი „წისქვილი მცხეთაში“ სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის დასაწყისში მდებარეობს. ის ნამდვილად მოგხიბლავთ არა მხოლოდ კერძების გემოვნური თვისებებით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით.



წისქვილი მცხეთაში სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ.

კომპლექსში შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის ძველებური იერსახე დროში გამოგზაურებთ და გაგიცოცხლებთ ღვინის კულტურის ისტორიას, საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულ ქვევრის ტრადიციასა და წინაპრების ღირებულებებს. მარანში ასევე შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა, უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას.

„წისქვილი მცხეთაში“ ასევე დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს. ასევე, რესტორნის ტერიტორიაზე შეხვდებით ღია ტერასას მტკვრის პირას ბარით და სხვადასხვა შოუ-პროგრამებით დატვირთული სასცენო სივრცით. შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე სრულყოფილს ხდის პეიზაჟს. ამასთანავე „წისქვილი ჯგუფი“ გთავაზობთ, მტკვარზე ნავით გასეირნებით, თქვენი სტუმრობა მცხეთაში კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადოთ.


გელით, ჩვენ დაუვიწყარი მოგონებების, არაჩვეულებრივი გემოებისა და შთამბეჭდავი სანახაობის ნაზავს გთავაზობთ მცხეთაში.

„წისქვილი ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ გარემოს, მომსახურებას და კერძებს სთავაზობს. ჩვენთან, მრავალფეროვანი გემოებით მდიდარი ქართული სამზარეულო სინთეზშია ეთნო სტილში გადაწყვეტილ გარემოსთან. 20 წელია, რაც კომპანია ქსელს ავითარებს და დღეს უკვე 6 დიდი სარესტორნო კომპლექსით არის წარმოდგენილი, ამ ხნის განმავლობაში მოვემსახურეთ 3 მილიონამდე ქართველ და უცხოელ სტუმარს.



მცხეთაში „წისქვილი ჯგუფმა“ 100 ადამიანი დაასაქმა. სამომავლოდ კიდევ არაერთი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. წისქვილის სარესტორნო კომპლექსი ახლა უკვე მცხეთაშიც განაგრძობს იყოს საუკეთესო მასპინძელი და ღირსეულად წარმოაჩინოს ნამდვილი ქართული.





(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა