"აგროექსპორტის" დამფუძნებლის, ლევან ჯანაშიას თქმით, წისქვილკომბინატების მუშაობის ერთადერთი მოტივი კადრების შენარჩუნებაა. მან გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, რომ არის წისქვილკომბინატები, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს და არაპროგნოზირებადი გარემოს გამო აღარც განუახლებიათ, მაგრამ ასევე არიან წისქვილკომბინატები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო მუშაობენ, რომ თანამშრომლები არ დაკარგონ.
ლევან ჯანაშია განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი იმპორტირებული და ადგილობრივი ფქვილს შორის არაკონკურენტულმა გარემომ გამოიწვია, რადგან იმპორტირებული ფქვილის თვითღირებულება იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, ფქვილზე ფასი შეამცირონ, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს.
„არის წისქვილკომბინატები რომლებმაც საერთოდ შეწყვიტეს მუშაობა და ვეღარც განაახლეს, არიან წისქვილკომბინატები, რომლებმაც არაპროგნოზირებადი გარემოს გამო ჯერ მუშაობა არ განაახლეს, ასევე არიან წისქვილკომბინატები, რომლებმაც ნაწილობრივ განაახლეს მუშაობა, მაგრამ სრული დატვირთვით არ მუშაობენ, რადგან რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. ერთადერთი მოტივი არის კადრების შენარჩუნება, რადგან ამ ბაზარზე კადრები ჭირს, თუ კომპანიას იმის საშუალება აქვს რომ მინიმუმ თავისი „სტაფის“ ხარჯები შეინახოს, მოგებაზე აღარ ვსაუბრობ, მაშინ მუშაობს“, - ამბობს იგი.
ლევან ჯანაშიამ ასევე სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამისთვის ქვეყანაში ხორბლის მარაგის არსებობა აუცილებელია.
„საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი რეკომენდაციით, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების სფეროში შეიძლება არსებობდეს, პირველ რიგში ქვეყნისთვის პრიორიტეტულია საკუთარი წარმოების დაცვა, განსაკუთრებით ისეთი ტიპის პროდუქტზე, რომელიც სტრატეგიული პროდუქტია. არსებობს გაეროს რეკომენდაციები რომელიც ყველა ქვეყანას ეუბნება, რომ შენ თუ სასურსათო უსაფრთხოება გინდა, ხორბლის მარაგი უნდა გქონდეს.
ხორბლის მარაგი ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ რუსეთში გაიღვიძა და თქვა, რომ საქართველოში რაღაცას აღარ ვუშვებ, მერე რას შვებით? რა ალტერნატივა გვაქვს? თუ ადგილობრივი წარმოება არ მუშაობს ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის“, - ამბობს ჯანაშია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება