მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Wissol”-ის გენდირექტორი მიმდინარე კვირაში საწვავის გაიაფებას აანონსებს

5ed4d90f3831b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 09:00
2197
Wissol”-ის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, საქართველოში, კონკრეტულად კი „Wissol”-ის გასამართი სადგურების ქსელში ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების ტრენდი დღესაც გრძელდება. ამის შესახებ მან BM.GE-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

როგორც ვასილ ხორავა ამბობს, გასული 3 თვის განმავლობაში კომპანიამ ფასები 70-80 თეთრით შეამცირა.

„ბაზარმა სხვადასხვა გამოწევევებს გაუძლო და ტურბულენცია იყო ფასების კუთხითა - გვქონდა მაღალი ნიშნულები, იყო ძალიან პიკურად დაბალი ნიშნულები და ბუნებრივია, ყველაფერი ეს აისახება საქართველოს შიდა ბაზარზე.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ, დაახლოებით, 15-ჯერ შეამცირა ფასები. ეს გამომდინარეობდა იმ ტრენდიდან, რომელიც აისახა ბაზარზე; ჯამური შემცირება იყო, დაახლოებით, 70-80 თეთრამდე როგორც დიზელზე, ისე ბენზინზე. ეს ტრენდი კიდევ გრძელდება, რადგან ჩვენ გარკვეულწილად გვქონდა სასაქონლო ნაშთები, რომლის რეალიზაცია ეტაპობრივად ხდებოდა, თუმცა კომპანიამ არ დაიწყო ამ ნაშთების რეალიზაციის ლოდინი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ 2 თვის წინ დავიწყეთ აქტიურად შემცირებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიხატებოდა ეს ტრენდი. საწვავის გაიაფების ტრენდი დღესაც გრძელდება, ჩვენ წინა კვირასაც 2-ჯერ შევამცირეთ ფასი, ასევე ვაანონსებთ, რომ მიმდინარე კვირაშიც მოხდება ფასების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ტრენდი ბაზარზე დღეს არის უკვე აღმავალი“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ბენზინსა და დიზელზე ფასები, დაახლოებით, 1.70 – 1.65 ლარის ნიშნულამდე ჩამოვა.

„მასიურმა რეალიზაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოგვეხდინა ახალი პროდუქტის იმპორტი და დღეს ჩვენ ბაზარზე, ფასდაკლების სისტემის და იმის გათვალისწინებით რომ „ვისოლი“ ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალხარიასხიანი პროდუქტების იმპორტიორია შეგვიძლია, რომ ჩამოვცდეთ და მივიდეთ 1.70 – 1.65 ლარის ნიშნულზე, რომელიც ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ვასილ ხორავამ.