06.იანვარი .2020 14:16

წითელ ხიდსა და ქუთაისის აეროპორტში 61,773,64 ლარის ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

views 190
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,წითელი ხიდი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 61,773,64 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები და ასევე ოქროს მონეტები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა