01.სექტემბერი .2020 12:13

წითელ ხიდზე 7576 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

views 163
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 59,72 გრ.) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 7576,17 ლარია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7576,17 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა