11.იანვარი.2019 19:00
ეკონომიკა

Wizz Air, Turkish Airlines და Georgian Airways საავიაციო ბაზარს თითქმის თანაბრად ინაწილებენ

Wizz Air,  Turkish Airlines და Georgian Airways საავიაციო ბაზარს თითქმის თანაბრად ინაწილებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.

2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი - 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83%-ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს;
სააგენტოს ცნობითვე, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამ ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: “Wizz Air”, “Turkish Airlines” და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

· ავიაკომპანია “Wizz Air” – 587 179 მგზავრი 12%;
· ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 559 749 მგზავრი 11%;
· ავიაკომპანია “Georgian Airways” – 550 831 მგზავრი 11%;
· ავიაკომპანია “Ural Airlines” – 294 000 მგზავრი 6%
· ავიაკომპანია “Fly Dubai” – 250 296 მგზავრი 5%

2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია “Myway Airlines”-მა, 20 822 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო „AK Air Georgia”-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითაა დაკავებული. მათი წილი საავიაციო ბაზარზე ამ ეტაპზე უმნიშვნელოა.

“Georgian Airways”-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების გათვალისწინებით, პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ერთი წლის დინამიკაში მცირედით შეიცვალა და თუ 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების 90% უცხოური ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2018 წელს მათი წილი 2%-ით შემცირდა და შესაბამისად, წილობრივი მონაცემები ასე გადანაწილდა: 88% (უცხოური ა/კ) / 12% (ქართული ა/კ).
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 21:00
18

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:27
123

„პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება“, - ილია წულაია კახა კალაძის ინიცატივას აფასებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:00
164

„მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ფართი K2 კოეფიციენტში ანუ ძალაუნებურად ტყუვდება“

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:35
135

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
141

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:10
120

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

ვრცლად