უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება, რათა აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყოს. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით, რთულია თქმა, როდიდან დაიწყება ფრენები ამ მიმართულებაზე.
“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, არამხოლოდ აბუდაბის და საქართველოს, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ არ გვაქვს არც ხომალდების პრობლემა, არც სხვა მიმართულებით ტექნიკური პრობლემები, თუმცა პანდემია იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კვლავ არის შეზღუდვები ქვეყნებში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით და რომც განვაახლოთ ოპერირება და დავამატოთ ახალი მიმართულებები, პრაქტიკულად არ არის ან შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა მოთხოვნა, ამიტომ 20-მდე მიმართულებაზე ფრენების შეჩერება გახდა საჭირო”, - აცხადებს ანდრაშ რადო.
Wizz Air Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ახალი ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ BM.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, აბუ დაბი საკმაოდ კარგი ლოკაციაა, რომ კომპანია მომავალ წლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, მილიარდობით მგზავრს მოემსახუროს.
"წლის დასაწყიში შევქმენით ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რადგან ვხედავთ, ძალიან დიდ პოტენციალს აბუ დაბიში. ეს არის ძალიან კარგი ლოკაცია რეგიონში. ვფიქრობთ, მომდევნო წლებში მილიარდობით მგზავრის გადაყვანას შევძლებთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და - პირიქით. ყველაფერთან ერთად, აქამდე რეგიონში არ ყოფილა რეალური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ვგეგმავთ გავზარდოთ კავშირები და მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც ახალი ასევე არსებული მიმართულებები“, - განმარტავს ანდაშ რადო.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ავიაკომპანია ამჟამად აბუ-დაბიში მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, თუმცა, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ.
"უკვე გვყავს 4 ხომალდი, ვგეგმავთ უფრო მეტი გვყავდეს. კონკრეტულად კი - 6, რომელიც დაემატება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გეგმები კიდევ უფრო დიდია, დაახლოებით, 10 წელიწადში ხომალდების რიცხვი 200-მდე უნდა გაიზარდოს", - აცხადებს რადო.
Wizz Air Abu Dhabi – რეგიონის უმსხვილესი ჰოლდინგის, Abu Dhabi Developmental Holding Company (ADQ)-და და Wizz Air Holdings Plc-ის ერთიანი პროექტია, რომელმაც ბოლო პერიოდში ეროვნული გადამზიდის სტატუსი მოიპოვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან. ის მთლიანად ერგება თანამედროვე სარეგულაციო სტანდარტებს და მზადაა, ოპერაციების დასაწყებად. Wizz Air Abu Dhabi-ის ავიაპარკი Airbus A321neo-ებითაა დაკომპლექტებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი