1 აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი