მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩუქრებით სავსე 30 დღე - ალდაგის საიუბილეო შეთავაზება ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის

5f0320f399093
BM.GE
06.07.20 17:24
975
"ალდაგი" 30 წლისაა და იუბილესთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში, კონკურსის 30 გამარჯვებულს უფასო ერთწლიანი ავტოდაზღვევით დაასაჩუქრებს, ყველა დანარჩენს კი, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ აქციის პერიოდში ავტომობილს დააზღვევს, 1 წლიან პოლისზე საჩუქრად 30 დღეს მიიღებს.

კონკურსი და აქცია დღეიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში ყოველდღე თითო გამარჯვებული გამოვლინდება და ის ავტოდაზღვევის ერთწლიანი პოლისით დასაჩუქრდება. უფასო ავტოდაზღვევის მოსაგებად, მომხმარებელმა ვებგვერდზე 30.aldagi.ge უბრალოდ უნდა გადმოსცეს მის ავტომობილთან დაკავშირებული საინტერესო, სახალისო ისტორია ემოჯიებით. ამისათვის ალდაგი ემოჯიების ლექსიკონსაც შემოგთავაზებთ და თქვენს ისტორიებს ყურადღებით შეაფასებს.

მონაწილეობის მიღება მარტივია: გადადით ლინკზე, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო საგზაო თავგადასავალი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს.

თუ არ გაგიმართლებთ და ავტოდაზღვევას ვერ მოიგებთ, ალდაგი 1 წლიან პოლისზე 30 დღეს უფასოდ მაინც გაჩუქებთ. ავტო-ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დაზღვევა დიდი ხარჯებისგან უნდა.

ავტომობილის "ალდაგში" დასაზღვევად საუკეთესო დროა.
NS