მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის 10 მიმართულებაზე სიხშირეებს ზრდის

62bd95b26be6c
მარიამ ვარადაშვილი
30.06.22 16:25
906
აეროპორტების გაერთიანების ონფორმაციით, ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ევროპის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის. კერძოდ, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

"გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან, რომელმაც დაადასტურა, რომ 1-ლი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისის ბაზაზე მეორე ხომალდს აბრუნებს და პარიზისა და ტალინის მიმართულებით ანახლებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს. ასევე, ორი ბაზირებული საჰაერო ხომალდით ავიაკომპანიას უკვე საშუალება აქვს არსებულ ევროპულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის. ეს ნიშნავს, კიდევ უფრო გაზრდილ მგზავრთნაკადს და რაც მთავარია, მეორე ბაზირებულ ხომალდზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას,"-განმარტავს თამარ არჩუაძე.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი იმყოფება, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან. აეროპორტის გაერთიანების ცნობითვე, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232 450 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.