მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: ასაკოვანი ადამიანები ახალგაზრდებზე უკეთ იცავენ პანდემიის უსაფრთხოების ზომებს

5f9985559c7ae
ნათია თაქთაქიშვილი
28.10.20 22:35
1027
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ასაკოვანი მოსახლეობა პანდემიის უსაფრთხოების ზომების დაცვას უკეთ უმკლავდება, ვიდრე ახალგაზრდა მოსახლეობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, სწორედ ამიტომ არის ინფიცირების მრუდი ყველაზე აღმავალი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრული და უფროსი ასაკის მოსახლეობაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელმა აპრილში 78% შეადგინა, ეს რიცხვი ივნისის თვეში 89%-მდე გაიზარდა. 

რაც შეეხება სხვა ნორმებს, სოციალური დისტანცირების დაცვა შედარებით გართულებულია გადატვირთულ საჯარო ადგილებში. ხოლო ხელის დაბანის შემთხვევაში, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირი იყო პანდემიის დასაწყისში: აპრილი - 93%; მაისი - 91% და ივნისი - 89%.