მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი: 2021 წელი ტურიზმისთვის „გარდამტეხი“ იქნება

6018022611520
ნათია თაქთაქიშვილი
01.02.21 18:00
845
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის პროგნოზით, ავიაინდუსტრიაში გასული წლის მეოთხე კვარტლში არსებული მდგომარეობა მიმდინარე წლის პირველ კვარტლშიც გაგრძელდება, რაც ისევ კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებთან იქნება დაკავშირებული. ინფორმაცია flightglobal-ზე ვრცელდება.

გამოცემის მიხედვით, დაბალბიუჯეტიან ავიკომპანიას აქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი ტურიზმისთვის და ავიაინდუსტრიისთვის „გარდამტეხი იქნება“, რადგან წელს კოვიდ-აკრძალვები, სავარაუდოდ, შემსუბუქდება.

Wizz Air-ის განცხადებით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის ზარალი 116 მილიონი ევრო იყო, ხოლო ავიაკომპანიის შემოსავლები 76%-ით 150 მილიონ ევრომდე შემცირდა.

ამასთან, Wizz Air-ის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2.2 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეძლო, ნაცვლად 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი 10 მილიონი მგზავრისა.