მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი არ ასახელებს, რა ზარალი მიიღო საქართველოში ფრენების გადავადებით

5efca99c73ab6
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.20 20:00
941
დღეს ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომ ავიაკომპანიის ქუთაისის ბაზაზე საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ანდრას რადომ BMG-ის კითხვის პასუხად თქვა, რომ ის ვერ დააკონკრეტებს, რა ზარალი მიიღო ავიაკომპანიამ ქვეყანაში ფრენების შეჩერების გამო.

ამასთან, რადო ამბობს, რომ ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვისაც ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, თანხის სრულ კომპენსაციას სთავაზობს. რადოს თქმითვე, ამ მგზავრებს თანხის სახით ბილეთის 100%-ის აღება, ხოლო სამგზავრო ვაუჩერის სახით კი, ბილეთის ღირებულების 120%-ის აღება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენების განახლება დღეიდან იგეგმებოდა, თუმცა ის მთავრობამ ერთი თვის ვადით გადაწია. 

დღესვე, Wizz Air-ის წარმომადგენელმა ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის შესახებაც ისაუბრა. ანდრას რადოს თქმით, ამჟამად ბაზის ოპერირება შეჩერებულია. 

- რა გეგმები გაქვთ ქუთაისის ბაზასთან დაკავშირებით?

"ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, საკმაოდ ადრეა იმისთვის, რათა ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ამ ეტაპზე თქვენთვის არაფრის დადასტურება არ შემიძლია.

ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს.

დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს ქუთაისის ბაზაზე და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ.

ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ.

ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით," - განაცხადა ანდრას რადომ.