09.მარტი .2020 22:23

Wizz Air-ი ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

views 176
უკან

Wizz Air-ი ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, ისინი რეისებს აღარ განახორციელებენ მილანის, ტრევისოს და ბერგამოს მიმართულებით. ამის მიზეზი ჩრდილოეთ რეგიონის ჩაკეტვაა კორონავირუსის გამო. 3 აპრილამდე შეჩერდება ფრენები ვარნადან და სოფიადან მილანამდე.

ავიაკომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, მგზავრები, რომელთაც ბილეთები ჰქონდათ დაჯავშნილი, ინფორმაციას დროულად მიიღებენ და თუ შესაძლებელია ალტერნატიულ მარშრუტს შესთავაზებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა