მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი ელოდება ჩვენს შეტყობინებას, რომ აღადგინოს ფრენები - ნათია თურნავა

5efc51c9e1679
თელარა გელანტია
01.07.20 13:03
1609
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე იმაშია, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას დროებით აუქმებს.

ნათია თურნავას კომენტარი დღეს სამინისტრომ გაავრცელა, სადაც მკაფიოდ არ ჩანს, აუქმებს თუ არა ავიაკომპანია დროებით ბაზას საქართველოში.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: Wizz Air-ი არ გადის საქართველოდან