15.მარტი .2020 00:10

Wizz Air-ი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

views 3105
უკან

ავიაკომპანია Wizz Air-ი ხვალიდან, 16 მარტიდან 3 აპრილამდე ესპანეთის , გერმანიის, საფრანგეთის და ავსტრიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება covid 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელდა. ჯავშნების მქონე მგზავრები ავტომატურად ინფორებული იქნებიან ელ- ფოსტის საშუალებით ფრენების გადადებასთან დაკავშირებით. იმ მომხმარებლების შემთხვევაში კი, რომლებსაც ჯავშანი wizzair.com-ის ან ავიახაზების მობილური აპლიკაციის მეშვეობით ჰქონდათ განხორციელებული საწყისი საფასურის 120% ავტომატურად დაერიცხებათ მომხმარებლის Wizz ანგარიშზე, პირობით, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება მომავალი 24 თვის განმავლობაში wizzair-ის პროდუქტებისა და სერვისის შესყიდვისთვის. მგზავრებს, რომლებმაც ჯავშანი ტურ ოპერატორების, მათ შორის ონლაინ ტურ იპერატორების მეშვეობით განახორციელეს უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას, რომლისგანაც შეიძინეს ბილეთები"-ნათქვამია განცხადებაში.