მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს მნიშვნელოვნად ამცირებს

5e57b1c2d98e7
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.20 16:11
919
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი კორონავირუსის მომატებული რისკის გამო, მარტის თვეში იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს. 

კერძოდ განახლებული გრაფიკი ასე გამოიყურება:

  • მილანში — 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ფრენა პარასკევ დღეს იქნება;
  • რომში — 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათი დღის ფრენა დარჩება;
  • ბოლონიაში — 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება;
  • ბარიში — 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდება სამი ფრენა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. იტალიაში გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა​.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.