ავიაკომპანია Wizz Air-ი ბოლო პერიოდში ავიარეისების ხშირი გაუქმების გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ავიაკომპანია აღნიშნულის მიზეზებს განმარტავს. BMG Wizz Air-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ძალიან ვწუხვართ და დიდ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, Wizz Air და ყველა სხვა ავიაკომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა დროულად და მინიმალური დაგვიანებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტული ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი. განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით.
მიუხედავად გაუქმებული რეისებისა, ჩვენი ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველდღიურად, 100 000-ზე მეტი მგზავრი მიდის დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადოთ გულწრფელი ბოდიში მომხმარებლებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტი მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება.
თუ დაგჭირდებათ ღამე განთავსება და აეროპორტში იმყოფებით, ჩვენი სახმელეთო პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ საცხოვრებლით და სახმელეთო ტრანსპორტით. თუ ჩვენი სახმელეთო მომსახურე პარტნიორები ვერ ახერხებენ თქვენთვის საცხოვრებლის ან სახმელეთო ტრანსპორტის უზრუნველყოფას მაღალი მოთხოვნის გამო, გთხოვოთ თავად დაჯავშნოთ საცხოვრებელი ან სახმელეთო ტრანსპორტი და აუცილებლად შეინახოთ ქვითრები, რადგან Wizz Air დაგიბრუნებთ გონივრულ თანხას. შეამოწმეთ თქვენი ელფოსტა, რადგან ჩვენ გამოგიგზავნით ცალკეულ კომუნიკაციას იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ თქვენი სასტუმროს ან ტრანსპორტის ინდივიდუალურად უზრუნველყოფა.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.
გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი