მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი Ryanair-ს უჩივის

5eff3b6df386e
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.20 18:10
6995
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ირლანდიურ Ryanair-ს უჩივის. საქმეზე უნგრულმა სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და Wizz Air-ის არგუმენტები გაიზიარა, ახლა კი Ryanair-ი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

Ryanair-ის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, სასამართლო დავა უნგრეთის ბაზარზე Ryanair-ის შვილობილი ავიაკომპანიის Buzz-ის ოპერირებას ეხება. Buzz-ი Ryanair-ის მიერ პოლონეთში დაფუძნებული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის ფლოტიც 47 თვითმფრინავისგან შედგება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, უნგრულმა სასამართლომ Buzz-ს ქვეყანაში ფრენების განხორციელების უფლება არ მისცა. ამ გადაწყვეტილებას კი ახლა Ryanair-ი ასაჩივრებს. 

ავიაკომპანიის CEO-ს მაიკლ ო'ლირის განცხადებით, Wizz Air-ი ამჟამად იურისტების დახმარებით ცდილობს რომ თავისუფალ კონკურენციას თავი აარიდოს და Buzz-ის რეისები დაბლოკოს. 

"Buzz-ი მის მიერ შეთავაზებული ფასისა და ხარისხის საფუძველზე უახლოეს მომავალში პოლონეთის ნომერ პირველი ავიაკომპანია გახდება. აშკარაა, რომ Wizz Air-ი შეაშინა Buzz-ის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულმა დაბალმა ფასებმა, ამის გამო კი ისინი  უნგრეთის ტერიტორიაზე ამ ავიაკომპანიის დაბლოკვას ცდილობემ. Wizz Air-მა უნდა შეწყვიტოს ეს არაფრისმომცემი კამპანია და იურისტების დაქირავების ნაცვლად მან ისეთივე იაფი ბილეთების შეთავაზებაზე უნდა იზრუნოს, როგორც Buzz-ს აქვს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ამ სასაცილო გადაწყვეტილებას გავაუქმებთ,"- განაცხადა მაიკლ ო'ლირმა.