მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი საქართველოში Ryanair-თან კონკურენციაზე - "მოგებულები ვიქნებით და უკვე ვართ"

5eb96674d306d
BM.GE
11.05.20 22:20
2447
Wizz Air წლების განმავლობაში საქართველოში ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იყო, თუმცა, გასულ წელს ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair შემოსვლა დაანონსდა და ფრენაც დაიწყო.

Bm.ge დაინტერესდა, შეცვალა თუ არა პოლიტიკა Wizz Air-მა საქართველოში მისი კონკურენტის შემოსვლის შემდეგ. როგორც ჩანს, უნგრული ავიაკომპანია საკუთარი პოზიციებით საქართველოში კმაყოფილია.

“მოგვწონს კონკურენცია. ჩვენ უამრავ სხვა ბაზარზე გვიწევს კონკურენციის გაწევა Ryanair-სთვის. მაგრამ გვიყვარს, როცა ჩვენს ბიზნესზე ვართ კონცენტრირებული, როცა ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. ეს ნიშნავს, დაბალ გადასახადებს და მომსახურების ძალიან მაღალ სტანდარტს. ვიმედოვნებთ, მოგებულები ვიქნებით, რაც უკვე ვართ კიდეც, მათ შორის საქართველოში. თქვენს ქვეყანაში ბაზრის საკმაოდ დიდი წილი გვიჭირავს”,- აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.