მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობა ზაფხულში რეკორდულად გაიზარდა

631d9f30d7334
გიორგი თოლორდავა
11.09.22 14:05
850
უნგრული ავიაკომპანია 2022 წლის ზაფხულში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. ივნისი-აგვისტოს პერიოდში Wizz Air-ით 12.9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია აქვეყნებს. 

გარდა მგზავრთა რეკორდული რაოდენობისა, ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ 63 მარშრუტი დაამატა და საჰაერო ფლოტი 13 ახალი თვითმფრინავით გაზარდა.

შედარებისთვის, პანდემიამდე, 2019 წლის ზაფხულში Wizz Air-ი 11.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა; პანდემიის პერიოდში - 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად, 4.7 მილიონამდე შემცირდა; 2021 წელის ზაფხულში კი მგზავრთა რაოდენობამ 8.1 მილიონს მიაღწია.