მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Wizz Air-ის მოგუდვის პროცესი იწყება“ - იასე ზაუტაშვილი Red Wings-ის რეისებზე

64678b630ad96
ელენე კვანჭილაშვილი
19.05.23 18:37
5214
„Red Wings-თან მიმართებით აუცილებლად გაჩნდება შეკითხვები“, - ამის შესახებ იასე ზაუტაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში, „ანალიტიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, Red Wings–თან სანქცირებული რუსული საწარმოები და მოქმედი თუ ყოფილი მფლობელები ასოცირდებიან, როგორებიცაა მაგალითად, როსტეხი, ჩემისოვი, ლებედევი.

„Red Wings–ი აბსოლუტურად ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობს, არა მარტო აქ შემოსასვლელად, არამედ, ზოგადად, როგორც ავიაკომპანია. ძალიან მიკვირს, საერთოდ როგორ მისცეს ამ კომპანიას საქართველოში შემოფრენის ნებართვა", – უთხრა ავიაციის ექსპერტმა „ანალიტიკას“.

იასე ზაუტაშვილის თქმით, Red Wings–ისთვის დაგეგმილი ფრენებიც, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტებიდან, მთლიანად ანგრევს საქართველოს ავიაციის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს აეროპორტებს.

„მაგალითად, ქუთაისიდან დაფრინავენ მხოლოდ ე.წ. ლოუ ქოსთერები – მაშინ როგორ აღმოჩნდა, რომ Red Wings–ი თბილისიდანაც იფრენს, ბათუმიდანაც იფრენს, ე.ი. აღარ ყოფილა ხომ სხვაობა არანაირი ამ შემთხვევაში?!“ – კითხვას სვამს ავიაციის ექსპერტი და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქუთაისი განვითარების შანსს კარგავს.

„ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მოდინება უზრუნველყო ისეთმა ე.წ. ლოუ-ქოსთერმა კომპანიამ, როგორიც არის Wizz Air-ი. Wizz Air-ის მოგუდვის პროცესი იწყება, როგორც მე ვხვდები“, - ამბობს იასე ზაუტაშვილი ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“-სთან.

ავიაციის ექსპერტის თქმით, პროტესტი, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მოჰყვა, სრულიად გამართლებულია.

„ის პროტესტი, ის სულისკვეთება, ის გამოძახილი, რომელიც რუსული საჰაერო ცის გახსნას მოჰყვა და ალბათ გაგრძელდება კიდეც მე რასაც ვუყურებ, არის აბსოლუტურად გამოძახილი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის, რომლისთვისაც ამსტერდამში უფრო მნიშვნელოვანია პირობითად ფრენა, ვიდრე ნოვოსიბირსკში; რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ბოინგში ჩაჯდეს და გაფრინდეს საქართველოდან, ვიდრე რუსეთში ნაწარმოებ რაღაც გაუგებარ ტექნიკაში; რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ იცოდეს, ევროკავშირის ქვეყნის ოჯახის წარმომადგენელია და არა – დაუბრუნდეს რუსეთის მეგობარი ქვეყნების სტატუსს“, – ამბობს იასე ზაუტაშვილი.