მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-მა კრიტიკის გამო, აბუ-დაბიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენა გადაიფიქრა

6301f9536242d
თამთა ჯიჯავაძე
21.08.22 13:18
1125
Wizz Air-ი მოსკოვი-აბუდაბის მიმართულებით ფრენებს არ აღადგენს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რუსეთის დედაქალაქამდე რეისების აღდგენას გეგმავდა, თუმცა სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის გამო, გადაწყვეტილება შეცვალა.

მოგვიანებით “ტვიტერზე“ ავიაკომპანიამ კრიტიკის საპასუხოდ განმარტა, რომ ფრენებს Wizz Air Abu Dhabi აღადგენდა, რომელიც საამიროებში დარეგისტრირებული ავიაკომპანიაა და ამ ქვეყნის რეგულაციების მიხედვით მოქმედებს. თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა.

ცნობისთვის, სხვა არაბული ავიახაზები რუსეთის მიმართულებით რეისებს ახორციელებენ.

Wizz Air-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Wizz Air Abu Dhabi-ს 49%-იან წილს ფლობს. დანარჩენი 51% კი სუვერენული ფონდის ADQ-ის მფლობელობაშია.