მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის ფრენების ნაწილი გააუქმა

60536bcf8b424
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.21 19:04
4075
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა. კომპანიის განცხადებით, გაუქმდა ფრენები გერმანიის და იტალიის მიმართულებით. კერძოდ ქალაქებში - ბერლინში, დრტმუნდში, მიუნხენში, ასევე მილანსა და რომში აღარ შესრულდება რეისები. Wizz Air-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის ახალი რეგულაციებია. იტალიაში covid-19-ის შემთხვევების მატების გამო, 15 მარტიდან ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა. ქვეყანაში კარანტინის გარეშე ესვლა მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, რისთვისაც მათ 48 საათის ვადის ნეგატიური covid-19-ის ტესტი ესაჭიროებათ. გერმანიაში შესვლაც ამჟამად შენგენის ზონის ქვეყნებიდან და EU-ს მიერ დადგენილი "უსაფრთხო ქვეყნებიდან" არის შესაძლებელი.

გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

"საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მისცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.