06.მაისი .2021 16:00

Wizz Air მაისიდან 4 მიმართულებას ამატებს - თამარ არჩუაძე

Wizz Air მაისიდან 4 მიმართულებას ამატებს  - თამარ არჩუაძე
views 593
უკან

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 4 მიმართულებით ფრენებს ამატებს - ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მაისში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით ანახლებს.

"14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

მისივე თქმით, 18 აპრილიდან Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.

მათივე ცნობით, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ აეროპორტების გაერთიანება კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აღდგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა