მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში "ლოქდაუნი" გამოცხადდა

5f99d5bcd381c
თამთა ჯიჯავაძე
29.10.20 00:33
4159
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მეორე საყოველთაო "ლოქდაუნი" გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, ახალი შეზღუდვები სულ მცირე მთელი ნოემბრის განმავლობაში იმოქმედებს.

"ლოქდაუნის" ფარგლებში, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს ან სამედიცინო მიზეზებით შეეძლებათ. ხოლო ისეთი ბიზნესები, როგორიცაა რესტორნები და ბარები, დაიხურება. სკოლები და ქარხნები კი ღია დარჩება.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მაგალითად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 36 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანა მეორე ტალღის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.

მანამდე კი მორიგი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაშიც მიიღეს. კანცლერმა ანგელა მერკელმა ნაწილობრივი კარანტინი გამოაცხადა.