მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-სა და Ryanair-თან ურთიერთობაში მედიატორი არ არის საჭირო - ეკონომიკის მინისტრი

5f194f838e37e
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.20 13:00
1514
ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ Wizzair-სა და Ryanair-თან ფრენების აღდგენის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უხერხულია კითხვების დასმა იმის შესახებ, რატომ არ ხდება დაბალბიუჯეტურ კომპანიებთან შეთანხმება და ფრენების აღდგენა.

„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ Wizz Air შემოსულიყო 2016 წელს საქართველოში; 2019 წელს, რომ არსებითად გაეფართოებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო Ryanair. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა.

ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვისაც იქნება კომერციულად მიმზიდველი და ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად.

ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობის არ არსებობს. თუ კი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს, ამიტომ ჩემთვის უხერხულია შეკითხვები რის გამო ხდება ეს. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია - ეს არის ადამიანების დაცვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.