მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air საფასო პოლიტიკას შეინარჩუნებს, ბილეთები არ გაძვირდება - ანდრაშ რადო

5eb962e282ae7
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.20 20:00
15147
საქართველოს საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის 1 ივლისს იხსნება. ფრენების აღდგენის შემდეგ კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ავიაბილეთების ფასებია. საავიაციო სფერო ორ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი ფასების ზრდას პროგნოზირებს, რადგანაც ავიაკომპანიებს დამატებითი ხარჯები ექნებათ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითად, განიხილება, რომ ბორტზე სოციალური დისტანციის გამო შუა სავარძელი შესაძლოა გაუქმდეს. მეორე ნაწილი კი პირიქით, ირწმუნება, რომ ავიაბილეთები არ გაძვირდება და ხარჯებს გაიაფებული საავიაციო საწვავი დააბალანსებს.

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო bm.ge-ისთან აცხადებს, რომ მათი საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება და ბილეთები არ გაძვირდება.

“Wizz Air-ის ბიზნეს მოდელი კლიენტების მაღალ ლოიალურობასა და დაბალ ფასებზეა დამყარებული. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასები იგივე იქნება, რამდენადაც გვსურს ბორტი შევსებული გვქონდეს. ალბათ დიდ ავიაკომპანიებს მოუწევთ ფასების ზრდა, რადგანაც მათ სჭირდებათ დამატებითი თანხები ოპერირებისთვის. იცით, რომ ფასები ძირითადად მოთხოვნაზეა დამოკიდებული. Wizz Air ეცდება, დაიბრუნოს მგზავრები და გადაიყვანოს რამდენადაც შესაძლებელია მეტი ადამიანი, რომლებსაც სურთ მოგზაურობა.

ვფიქრობ, ბევრი უცხოელი გამოჩნდება, რომლებსაც სურთ საქართველოს სტუმრობა. ეს უმშვენიერესი ქვეყანაა, სტუმარ-მასპინძლობის კარგი ტრადიციით. ვფიქრობ, ეს საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარება გაძლიერებაში”, - აცხადებს ანდრაშ რადო.