მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ Wizz Air-მა ბაზა არ გააუქმოს - გიორგი მოლოდინაშვილი

5efc94b0eec93
ინგა მურუსიძე
01.07.20 17:41
1870
"ავიაკომპანიის მიერ ქუთაისში ბაზის დროებით დახურვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და თუ Wizz Air-მა ბაზა გააუქმა, მისი აღდგენა ადვილი არ იქნება", - ამის შესახებ BM.GE-ის „საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მოლოდინაშვილმა თემის კომენტირებისასგანუცხადა. "ეს ნიშნავს ადამიანური რესურსის მიმართულებით პრობლემებს, ასევე, ინვესტიციებზე პრობლემის შექმნას", - ამბობს ის. 

საქმე იმაშია, რომ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს. აღნიშნული რამდენიმე საათის წინ გამართულ ZOOM-პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომაც დაადასტურა. 

"ჩემი აზრით, მთელი კოვიდის პერიოდის განმავლობაში უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და მათ შორის „ვიზეართან“. ველოდი, რომ Wizz Air მოითხოვდა პირობების გადახედვას და მოლაპარაკებების გამართვას. ცოტა მიკვირს კიდეც, რომ ეს აქამდე არ მოხდა, თუმცა ვფიქრობ, ეს პროცესი ახლაც შესაძლებელია.

"ვიზეარის" ბაზის გახსნის პროცესშიც ვიყავი ჩართული და ეს არც თუ ისე ადვილი პროცესია; ის მოითხოვს ძალიან თანმიმდევრულ სამუშაოს, რათა ავიაკომპანია დავარწმუნოთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა და ბიზნესის ერთობლივად კეთება. რაც შეეხება ბაზის ქონას,  ის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, არა მხოლოდ ავიაკომპანიისთვის, არამედ ქუთაისის აეროპორტისთვისაც. Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში გავხსენით 2016 წელს და ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ავიაკომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, უფრო მეტ მიმართულებაზე შესულიყო. პრაქტიკულად, ბაზის გახსნით, კომპანიამ აქ გახსნა თავისი შვილობილი ავიაკომპანია და აქ ბაზირებული იყო ორი საჰაერო ხომალდი. იმედი მაქვს, პროცესი მიმართულებას შეიცვლის და მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა თუ ეს ნამდვილად მოხდა, მაშინ ამ ორი ბორტის რეალოკაცია მოხდება სხვა აეროპორტში“, - განმარტა მოლოდინაშვილმა.

ის ეჭვობს, რომ Wizz Air-ს თვითმფრინავები და პერსონალი აბუდაბიში გახნილ ახალ ბაზაზე გადაჰყავს.

"ვფიქრობ, ეს არ უნდა დავუშვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ  „ვიზეარმა“ გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდავია, ასევე, ქუთაისის აეროპორტს ჰყავს სერიოზული გუნდი, რომელსაც სჭირდება აქტიური მუშაობა, ხოლო მესამე მიზეზი არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ მონოპოლია საავიაციო ბაზარზე. 2010 წელს, როცა ღია ცის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, სწორედ  მონოპოლიაზე ვთქვით უარი“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.