მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატვიამ საქართველოს 83,000 დოზა Pfizer-ის ვაქცინა აჩუქა

616aa046011a6
BM.GE
16.10.21 13:41
891
ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83,070 დოზა Pfizer–ის ვაქცინა გადმოსცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს, 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

- ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

- აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.

პარალელურად საქართველოში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. NCDC-ის მონაცემებით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1,009,387 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.5%-ია. სრულად, ანუ ორი დოზით ვაქცინირებულია 897,299 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%-ია. 15 ოქტომბერს 6,673 ვაქცინაცია ჩატარდა, ამასთან ამჟამად აცრების 2/3 მეორად ვაქცინაციაზე მოდის, პირველადი ვაქცინაციის ტემპი კი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

თუკი ვაქცინაციის კამპანია არსებული ტემპით გაგრძელდა, მაშინ ქვეყანა ვაქცინაციის სამიზნეს, რაც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრაში მდგომარეობს, ვერ მიაღწევს.