WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის, ავიაკომპანიას საქართველოში ერთი ხომალდი ჰყავს ბაზირებული და უახლოეს მომავალში, კერძოდ, აგვისტოში კიდევ ერთს დაამატებენ. ამის შესახებ ჟაჟა ტრუბეკმა BMG-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიახლე მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზრებს, ვაკვირდებით მგზავრების ნაკადს და მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ ახალ მიმართულებებსაც, თუ სად არის შესაძლებელი WizzAir-ის შესვლა, გაფართოება თუ რეისების დამატება. არის ვარიანტები, თუმცა დადასტურების გარეშე ვერ დავასახელებ მათ; რაც მთავარია, მუშაობა მიმდინარეობს, საუბრები არ წყდება და სიახლეებიც ეტაპობრივად იქნება. გარდა ამისა, კიდევ ერთ თვითმფრინავს დავამატებთ საქართველოში, რაც ცხადია, სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობას გააჩენს", - აცხადებს WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება მგზავრთნაკადის სტატისტიკას, როგორც ტრუბეკი ამბობს, რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება და აღდგენის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრების რეკორდულ რაოდენობასაც ელიან.
„საქართველოში მგზავრთნაკადის მაჩვენებლები უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას და მოლოდინები კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მაჩვენებლები პოზიტიურია, განსაუთრებით ორი მძიმე წლის შემდეგ, რომელიც საავიაციო ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა. ადამიანებმა უკვე დაიწყეს მოგზაურობა და ამას პირველ რიგში, ხელს უწყობს პანდემიის დასტაბილურება. ასე რომ, ცხელი და დატვირთული ზაფხულის მოლოდინში ვართ,“ - აცხადებს WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი