მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WizzAir-თან ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ და კომპანიაში მეტი ქართველი დასაქმდება - ქვრივიშვილი

6152da1ea6cb1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 15:05
716
„WizzAir-ი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას აგრძელებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „საქმიანი დილის“ „საუბრები ავიაციაზე“ ავიაკომპანია WizzAir-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავიაციის დარგით დაინტერესებული პირები დასაქმებას არამხოლოდ ქუთაისში ბაზირებულ ბორტებზე, არამედ საერთაშორისო კომპანიის სათაო ოფისში შეძლებენ, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება WizzAir-თან ერთად ერთობლივ პროექტებს განახორციელებს.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა WizzAir-თან. ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანმშრომლობას იმისთვის, რომ ახლო მომავალში დავამატოთ ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან და ეტაპობრივად ახალი ბაზირებული ბორტები ვნახოთ.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ WizzAir აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, პირველ რიგში ბაზირებული ბორტის ფარგლებში, მაგრამ მათ სათაო ოფისში ბევრი საინტერესო შესაძლებლობა აქვთ. შევთანხმდით, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში, ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რათა მეტი ახალგაზრდა, ადამიანს ვისაც ავიაციის სექტორში დასაქმების სურვილი აქვს, ასეთ საერთაშორისო კომპანიაში დასაქმდეს. მადლიერები ვართ, რომ WizzAir საქართველოს ისე განიხილავს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზარს, სადაც ისინი დამატებითი კადრების აყვანას განახორციელებენ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.