მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Wizzair ხედავს ჩვენი ეკონომიკის პოზიტიურ ტრაექტორიას“ - ნათია თურნავა

5f9a75a75002f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.20 12:09
734
"ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს რამდენიმე დღის წინ უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა.

ამ საკითხს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა.

„საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ფრენის პერსპექტივებს, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს, რა თქმა უნდა ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას Wizzair-ს, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. Wizzair-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ის კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზის გაუქმების გადაწყვეტილება იყოს დროებითი, რომელიც გამოწვეული იყო პანდემიით. ბევრ ქვეყანაში მოუწია საავიაციო კომპანიებს და Wizzair-ს თავისი ბაზების და ფრენების შემცირება, მაგრამ ახლა ხედავს რა ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით აქ ბაზა აღდგება"-განაცხადა მინისტრმა.