მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლევანდელი საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი

63a2e4f6a3948
მარიამ ვარადაშვილი
21.12.22 16:45
407
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერები Wizz air და Turkish Airlines არიან. ჯამში ამ ორ კომპანიას ბაზრის მეოთხედზე მეტი უკავიათ. აღსანიშნავია ის, რომ სააგენტო Wizz air Hungury-სა და Wizz air Abu Dhabi-ის სტატისტიკას ცალ-ცალკე ითვლის, ამის გათვალისწინებით, Wizz air-ის წილი ბაზარზე უფრო დიდი იქნება.

წელს ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary 13% (522 983 მგზავრი);
Turkish Airlines 13% (502 563 მგზავრი);
Pegasus 9% (372 154 მგზავრი);
Belavia 6% (225 602 მგზავრი);
FlyDubai 5% (204 965 მგზავრი).

უკვე დამტკიცებული ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგით, ქვეყანის საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 41 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 61 მიმართულებით შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეფასებით, ეს აღდგენის თვალსაზრისით კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 14 ავიაკომპანიას აქვს და მათი უმეტესობა სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.