მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიდან წლამდე მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია - სომელიე

6471ee1238f10
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 19:34
713
“წლიდან წლამდე სომელიეების მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია", - ამის შესახებ BMG-ს სომელიე თენგო დავითულიანმა განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პოგრესი, რაც ქართველი მეღვინეების დამსახურებაა.

დავითულიანის განმარტებით, განვლილი ხუთი წელი ქართული მეღვინეობისთვის დიდი ტრამპლინი იყო, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბიზნესი შეიცვალა, ასევე შეხედულებები და ღვინის, როგორც სასმლის მიმართ მიდგომებიც.

“ქვეყანაში პოტენციალი დიდია, ძალიან საინტერესო მეღივნეები წამოვიდნენ. თვიდან თვემდე მეღვინეებში ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ. ვცდილობთ, რომ ძალიან კრიტიკულები არ ვიყოთ და ყველა მეღვინეს მივცეთ შანსი, საკუთარი პროდუქცია წარმოაჩინონ. უკვე იმ ფაზამდე მივდივართ, რომ კარგი ხარისხის მიღება თურმე შესაძლებელია.

რაც შეეხება, მომდევნო ხუთ წელს, ძალიან დიდ პროგრესს ვხედავთ. მსოფლიო ღვინის რუკაზე ჯერ კიდევ ადგილის დაკავებას ვცდილობთ", - აღნიშნა თენგო დავითულიანმა.